Без кейворда
კლეი ტომპსონი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია, რომელიც NBA-ის 4-გზის ჩემპიონია Golden State Warriors-თან ერთად.წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ : კლეის მამა მაიკლ ტომპსონი NBA-ში თამაშობდა და 2-ჯერ ჩემპიონიც გახდა Los Angeles Lakers-ის რიგებში. დედაც პროფესიონალი სპორტსმენი იყო და კოლეჯების ფრენბურთის ლიგაში თამაშობდა. ბაჰამელ-ამერიკული წარმოშობის ტომპსონების ოჯახში კლეის გარდა კიდევ 2 სპორტსმენი შვილი ყავთ - მაიკლი (კალათბურთელი, ამჟამად სამოყვარულო ლიგებში თამაშობს, თუმცა NBA-შიც აქვს ჩატარებული 3 მატჩი) და ტრეისი(ბეისბოლის პროფესიონალი მოთამაშე MLB-ში). კლეის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მისი ძაღლი როკო - ინგლისური ბულდოგი, რომელსაც გულშემატკივრები კარგად იცნობენ. კლეისთვის როკო პირველი ცხოველია, რომელიც NBA-ში კარიერის დაწყების დროიდან ყავს და ხშირად ნახავთ როკოს პრესკონფერენციებსა თუ სხვადასხვა გუნდურ აქტივობებზე. კლეის როკოს Mission Bay-ის მიმდებარე ტერიტორიებზე საღამოობით ასეირნებს და წვრთნის ხოლმე. მისი საუკეთესო მეგობარი როკო ბოლო წლების Golden State Warriors-ის ერთ-ერთ სიმბოლოდაც მიიჩნევა. კლეი ტომპსონს არაერთი შთამბეჭდავი პერსონალური რეკორდი აქვს დამყარებული, რომელთაგანაც გამოსარჩევია : ყველაზე მეტი (98) სამქულიანი NBA-ის ფლეიოფში 2015-2016 წლებში ; 60 ქულა 29 წუთში , როცა Warriors 2016 წლის 5 დეკემბერს Indiana Pacers-ს ეთამაშებოდა და სტივ კერმა მას მე-4 მეოთხედში 1 წუთიც კი აღარ მისცა სათამაშო დრო და ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდი კლეის კარიერიდან - ერთ მეოთხედში ჩაგდებული 37 ქულა , რომელიც მხოლოდ 13 ჯერ ნასროლი ბურთით მოახერხა. კლეის 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე არ უთამაშია კალათბურთი, რადგან ზედიზედ 2 მძიმე ტრავმა გადაიტანა , თუმცა მისი დაბრუნება ამერიკაში ანალიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და გუშინ ESPY-ის დაჯილდოებაზე მას გადასცეს ჯილდო “წლის საუკეთესო ათლეტი დაბრუნების შემდეგ" (The Best Comeback Athlete of the year). კლეი ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მეგობარია Golden State Warriors-დან. ქართველი ცენტრი ჯერ კიდევ Warriors-ში თამაშის დროს ხშირად ატარებდა დროს კლეისთან ერთად მოედნის გარეთაც და ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ დღემდე. ზაზამ ერთ-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ კლეი მისთვის ოჯახის წევრივით ახლო ადამიანია. მათი საერთო ვიდეოებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ეს ვიდეო, როცა კლეიმ ზაზას კითხა “ცხოვრობდნენ თუ არა ქართვები (Georginians) სან-ფრანცისკოში ?” და ზაზამ უპასუხა, რომ “ქართველები” ინგლისურად ითქმის როგორც “Georgians” და არა “Georginians” (ვიდეო - Klay & Zaza )
ევროპაში 2022 წელს უჩვეულოდ ცხელი ზაფხულია : FIBA-ს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი ეტაპის ბოლო რაუნდი და მზადება - Eurobasket 2022-სთვის, რომლის ჯგუფური ეტაპის მასპინძლებიც თბილისი, კიოლნი, პრაღა, ბუდაპეშტი, ტალინი, მილანი და ლუბლიანაა, ხოლო ფინალური ეტაპი ბერლინში გაიმართება.წარმოგიდგენთ, ჩვენი გადმოსახედიდან 20 გამორჩეულ ევროპელ მოთამაშეს, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე.20)სებასტიან სეიზი (ესპანეთი)სებასტიან სეიზი ესპანეთის ახალი ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია და მას საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს როგორც ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე, აგრეთვე ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სეიზი ესპანეთთან ერთად თბილისში ეცდება მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად იბრძოლოს და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს წარმატება მოუტანოს კონტინენტის პირველობაზეც. 19)იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა)30 წლის ვალანჩუნასი NBA-ში New Orleans Pelicans-ის ღირსებას იცავს და მისი საშუალო სტატისტიკა წელს : 17.8 ქულა, 11.4 მოხსნა და 2.5 გადაცემა იყო. ლიეტუველი ცენტრი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ფიბას ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ელოდება ევრობასკეტის დაწყებას, რადგან თვლის, რომ მისი ქვეყნის გუნდი დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. 18)დენი ავდიჯა (ისრაელი) 21 წლის სერბული წარმოშობის ავდიჯა პოზიციით მსროლელია. ის ერთ-ერთი ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავია , რომელმაც თავის დამკვიდრება მოახერხა როგორც Washington Wizzards-ში აგრეთვე ეროვნულ ნაკრებში. ის ამ სიის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, რომელსაც ანალიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ . მასთან ერთად ევრობასკეტზე შესაძლოა ნახევრად ქართული წარმომავლობის გაბრიელ ჩაჩაშვილიც ვიხილოთ ისრაელის რიგებში, რომელიც ახლა Golden State Warriors-ის საზაფხულო ლიგის გუნდში თამაშობს.17)გეორგიოს პაპაგანისი (საბერძნეთი)გეორგიოს პაპაგანისი ევროპელი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მოთამაშეა, რომელსაც არაერთხელ გამოუჩენია თავი როგორც ეროვნული ნაკრების რიგებში, აგრეთვე საკლუბო ჩემპიონატებში. ამ ეტაპზე ის ბერძნული "პანათინაიოკისის" ღირსებას იცავს და ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. პაპაგანისი, თვლის, რომ საბერძნეთი წელს ევრობასკეტის მოგებისთვის იბრძოლებს.16)ჯედი ოსმანი (თურქეთი)ჯედი ოსმანი თურქეთის ნაკრების გამორჩეული მოთამაშე და ლიდერია, რომელიც Cleveland Cavaliers-ის ღირსებას იცავს და მის გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იქნება დაკომპლექტებული, რადგან მათი ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატი უფრო და უფრო ვითარდება და მოსამზადებელ ეტაპზე მწვრთნელმა არაერთი გამორჩეული ახალგაზრდა გამოიძახა სწორედ თურქული ლიგიდან. შეგახსენებთ, რომ თურქეთიც ჩვენს ჯგუფშია და ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში ითამაშებენ ყველა მატჩს. 15)დენის შროდერი (გერმანია)შროდერი გერმანიის ნაკრების მთავარი გამთამაშებელი და სანდოობის გარანტიაა, NBA-ში თითქმის 10 წლიანი გამოცდილებით. 28 წლის გერმანელმა უკვე იასპარეზა ორ ევრობასკეტზე და აქვს შანსი ითამაშოს გერმანელი ფანების წინაშე ამ ზაფხულს კიოლნში - ხოლო პოტენციურად, ბერლინშიც ფინალურ ეტაპზე . ფლეიმეიკერობის მიუხედავად, შროდერს ასევე შეუძლია ქულების მოპოვებაც, ის 2017 წლის ევრობასკეტზე მეორე იყო ქულების საშუალო მაჩვენებლით - 23.7 ქულა თითოეულ მატჩში. გერმანიაც წელს ევრობასკეტზე განსაკუთრებული მოტივაციით იბრძოლებს, რადგან როგორც ჯგუფური ეტაპის, ასევე ფინალური ეტაპის თამაშები მათ ქვეყანაში ტარდება. 14)დანილო გალინარი (იტალია)გალინარი ყოველთვის ხარჯავს მაქსიმუმს ეროვნულ გუნდისთვის და იღებს ლიდერის როლს რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდასთან ერთად. არაერთ სანაკრებო ტურნირში მონაწილეობის მიუხედავად, 33 წლის ფორვარდს, ჯერჯერობით სანაკრებო ტიტული არ აქვს. გალინარის საშუალო სტატისტიკა, NBA-ის თითოეულ სეზონში 2009 წლიდან, ორმაგ ნიშნულს აღწევს და ის იყო იტალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ძალა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც. 13)იუსუფ ნორკიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)იუსუფ ნურკიჩი ბოსნი-ჰერცეგოვინის ლიდერია და როდესაც სანაკრებო პაუზა არ ემთხვევა NBA-ის კალენდარს ის ყოველთვის ნაკრებთან ერთადაა. წელს ნურკიჩის დაბრუნებას აგვისტოში ელოდებიან და დიდი ალბათობით, ევრობასკეტ 2022-ზეც გაუძღვება გუნდს. ნურკიჩს საკმაოდ სტაბილური კარიერა აქვს ლიგაში და მისი საშუალო სტატისტიკა წელს ქულებისა და მოხსნების მიხედვით ორმაგი დუბლი იყო.12)ლაური მარკანენი (ფინეთი)ლაური მარკანენი ეროვნულ ნაკრებში მუდამ გამოირჩევა და ევროპელი გულშემატკივარი მას სხვადასხვა ტურნირებიდან წლებია იცნობს. 25 წლის მძიმე ფორვარდი ამჟამად Cleveland Cavaliers-ის ღირსებას იცავს და 2022 წლის ევრობასკეტზე ეცდება წინა ტურნირზე მე-16 ფინალში გასვლის შედეგი გააუმჯობესოს თავის ნაკრებთან ერთად.11)კრისტაპს პორზინგისი (ლატვია)კრისტაპს პორზინგისს ლატვიის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ აპირებს დაბრუნდეს ამ ზაფხულს და დაეხმაროს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდშიც. 5 წლის წინ ევრობასკეტზე ის საუკეთესო მექულეებს შორის მე-3 ადგილზე იყო და 34 ქულა შეასრულა დაძაბულ მატჩში, სლოვენიის წინააღმდეგ . მისი თამაშის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა ევროპელი გულშემატკივრისთვის და პორზინგისის დაბრუნება ლატვიის ნაკრებისთვისაც დამატებითი მოტივაცია იქნება.10)ივან ფორნიე (საფრანგეთი)ივან ფორნიე იმ კალათბურთელთა შორისა, რომელიც ნაკრებში ბევრად მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე კლუბში. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ფორნიემ საოცრად ითამაშა და გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო რუდი გობერთან ერთად. 29 წლის ფრანგი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. რამდენიმე გამორჩეული თამაშისა და საერთაშორისო დონეზე გამოკვეთილი ძლიერი ნაკრებით, საფრანგეთი ევრობასკეტის გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტია.9)ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია) ბოგდანოვიჩისთვის , ისევე როგორც ალბათ ყველა მოთამაშისთვის ეროვნული ნაკრების სახელით თამაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მისმა თავდადებულმა თამაშმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აღაფრთოვანა ხორვატი გულშემატკივარი. მან 38 ქულა ჩააგდო ნახევარფინალურ თამაშში გერმანიის წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოგდანოვიჩის ბოლო ინტერვიუს მიხედვით, მათი მთავარი სურვილი ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო რაუნდებში წარმატებული ასპარეზობაა და შემდგომში ევრობასკეტზე გადართვა. 8)დომანტას საბონისი (ლიეტუვა)საბონისი NBA-ში ერთ-ერთ გამორჩეულ მაღალ მეპასედ ჩამოყალიბდა და Indiana Pacers-ში რამდენიმე წლის გატარების შემდეგ ბევრ გულშემატკივარს შეაყვარა თავი. 26 წლის ცენტრი ლიეტუვის 2015 წლის ნაკრების წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ეროვნულ ნაკრებში 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს დაბრუნდა.7)რუდი გობერი (საფრანგეთი)ბოლო წლებში რუდი გობერი საფრანგეთის ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა ზემოთხსენებულ ივან ფორნიესთან ერთად და მათ არაერთი სანაკრებო ტიტული მოიპოვეს, მათ შორის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე - ვერცხლის მედალი, ხოლო 2015 წლის ევრობასკეტზე ბრინჯაოს მედალი. ზაფხულისთვის ნაკრებთან ერთად მზადყოფნა მან NBA-ის სეზონის დასრულებისთანავე დაადასტურა, რის შემდეგაც საფრანგეთის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა და სამართლიანად ითვლება ეს გუნდი ევრობასკეტის მოგების კანდიდატად. 6)ჯოელ ემბიდი (საფრანგეთი)ჯოელ ემბიდის ეს ფოტო ფოტოშოპითაა გაკეთებული, რადგან სულ რაღაც 2 დღის წინ დადასტურდა ოფიციალურად, რომ ის საფრანგეთის ნაკრებს შეუერთდება და კამერუნის სახელით არ იასპარეზებს. ეს სიახლე ნამდვილად სასიამოვნოა ევროპელი გულშემატკივრისთვის, რადგან კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ბრძოლაში NBA-ის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრიც ჩაერთვება. ემბიდის სავარაუდო დებიუტს აგვისტოს ბოლოს ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 რაუნდში ელოდებიან.5)ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)გამორჩეული ევროპელი და NBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი სლოვენიის ნაკრებს მუდმივად ეხმარება და ასე მოხდა წელსაც, როცა ლიგაში სეზონის დასრულებისთანავე ის სამშობლოში გაემგზავრა და დასვენებას მისი ქვეყნის სახელით ასპარეზობა არჩია. დონჩიჩმა 3 ივლისს გადამწყვეტი ბრძოლა მოაგებინა სლოვენიას შვედეთის წინააღმდეგ და ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა 31-ქულიანი ორმაგი დუბლით. ფიბას გამოკითხვით ის ევროპის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. დონჩიჩი დაეხმარება სლოვენიას ევრობასკეტ 2022-ზეც, სადაც ასევე ერთ-ერთი ფავორიტები არიან. 4)იანის ანტეტოკოუნმპო (საბერძნეთი)იანის ანტეტოკოუნმპო დღეისათვის ევროპული პასპორტის მქონე საუკეთესო მოთამაშეა ლუკა დონჩიჩთან ერთად და მის დაბრუნებას ეროვნულ ნაკრებში უდიდესი ინტერესით ელიან არამხოლოდ ბერძენი გულშემატკივრები, არამედ მთელი საკალათბურთო სამყარო. ბოლოს იანისმა ნაკრებში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და 3 წლის შემდეგ ის აპირებს გუნდს ევრობასკეტ 2022-ის მოსაგებად ულიდეროს და პაპაგანისთან და ევროპის გამორჩეულ ბერძენ მოთამაშეებთან ერთად თავისი ქვეყნის წარმატებისთვის იბრძოლოს.3)ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი)ზედიზედ 2-გზის MVP და ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული სუპერ-ვარსკვლავი ნიკოლა იოკიჩი ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ევრობასკეტ 2022-ზე ითამაშებს და სერბეთის ღირსებას დაიცავს ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე რაუნდოს თამაშებშიც აგვისტოს ბოლოს. სერბეთი ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია და ცხადია NBA-ის მოქმედი MVP ძალებს არ დაზოგავს თავისი ქვეყნისთვის კონტინენტის პირველობის მოსაპოვებლად.2)გოგა ბითაძე (საქართველო)ქართველი გულშემატკივარი ევრობასკეტ 2022-ს განსაკუთრებული ინტერესით ელოდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის სპორტულ ჩემპიონატს პირველად ვმასპინძლობთ. გარდა სახლში თამაშის უპირატესობისა, უდიდესი მოლოდინია გოგა ბითაძის გამო, რადგან მან ივლისის სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ქართველ ცენტრს განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა და აქვს ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს, რასაც წლების განმავლობაში (ასაკობრივი ნაკრებიდან დაწყებული დღემდე) მისი გამორჩეული სტატისტიკები თუ უბრალოდ დამოკიდებულება ადასტურებს. თბილისში რამდენიმე კვირის წინ გამართულ შეხვედრაშიც მთელი თამაშის განმავლობაში ფეხზე იდგა ტრავმიანი ფეხით და გუნდს მორალურად ამხნევებდა. გოგა უდიდესი ძალა იქნება ჩვენი ნაკრებისთვის მის პოზიციაზე მოთამაშე გიორგი შერმადინთან ერთად და იმედი გვაქვს , მისი დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნისთვის როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში (24 და 27 აგვისტოს), აგრეთვე ევრობასკეტ 2022-ზე 1 სექტემბრიდან.1)სანდრო მამუკელაშვილი (საქართველო)ეს ფოტო ფიბას 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეა გადაღებული 2018 წელს, როცა სანდრო მამუკელაშვილი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავდა. მოგეხსენებათ, სანდრო ამერიკაში ცხოვრობს წლებია და კოლეჯში თუ შემდგომში NBA-ში თამაშის გამო ვერ ახერხებდა ეროვნულ ნაკრებს დახმარებოდა. სანდროს დებიუტს ბევრი ქართველი ივლისში ელოდა, რადგან მან დასვენების დღეები მშობლიურ გარემოში გაატარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი კონტრაქტის გათვალისწინებით ვალდებული იყო ამერიკაში ჩასულიყო და ზედიზედ მე-2 წელი Milwaukee Bucks-ის საზაფხულო ლიგის გუნდში ეასპარეზა. საზაფხულო ლიგა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სადაც 2 თამაშში საუკეთესო შედეგი სწორედ ქართველ ფორვარდს ჰქონდა და ზაფხულის სანაკრებო მატჩებს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. სანდროს დებიუტს (NBA-ში მოხვედრის შემდეგ) ნაკრებში 24 აგვისტოსს ველოდებით ნიდერლანდების წინააღმდეგ ახალ "თბილისი არენაზე", ხოლო 1 სექტემბრიდან ის ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევრობასკეტ 2022-ზე დაიცავს.
NBA-მ ფლეი-ინ ტურნირი 2020 წელს, ე.წ.''ბაბლში'' დანერგა. ლიგამ ის უფრო გააფართოვა 2020-2021 სეზონში. იგივე ფორმატი გამოიყენეს 2021-2022-შიც. უკვე, ფლეი-ინ ტურნირი NBA-ის კალენდრის ჩვეულ ნაწილად იქცა, მაგრამ მას მხოლოდ წლიდან წლამდე ამტკიცებდნენ.ეს შეიცვალა. ახლა, ის მომავალ სეზონებშიც შეგვხვდება.ფლეი-ინ ტურნირი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან გაზარდა რეგულარული სეზონის ინტერესი და შექმნა ექვსი დაძაბული თამაში ფლეიოფის დაწყებამდე.უდიდესი მიმდინარე ნაბიჯი, რომ ჩაერთოს ყველა აღნიშნულ ტურნირში: ხალხი ხვდება, რომ გუნდები, რომლებიც ამთავრებენ მეშვიდე და მერვე ადგილზე კონფერენციაში, არ არიან სრულად ფლეიოფისთვის მომზადებულნი. გუნდები ახლა საუკეთესო ექვსეულში უნდა მოხვდნენ, რათა ფლეიოფში თამაში შეძლონ. უფრო მაღალი ზღვარია, რომელიც მნიშვნელოვანს ხდის რეგულარულ სეზონს.ასევე, არსებობს დიდი უპირატესობა, როდესაც ფლეი-ინში მეშვიდე ადგილით თამაშობ. კვლავ, ეს დამატებით ინტრიგას სძენს რეგულარულ სეზონს.NBA-ის ყოველთვის სურდა ტურნირის საბოლოო დანერგვა. ტიმბერვულვზმა ემოციურად აღნიშნა გამარჯვება და პელიკანსმა გასაოცრად მოიპოვა ფლეიოფის საგზური, რამაც მხოლოდ დადებითი მუხტი შეიტანა ფლეიოფსა და რეგულარულ სეზონში.
AX Armani Exchange-მა ოფიციალურად განაცხადა ვეტერანი მოთამაშის ლუიჯი დატომესთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.''მოხარული ვარ, რომ გავაგრძელო ჩემი თავგადასავალი ოლიმპია მილანოსთან. მაქვს მიზნები და ამბიციები კლუბის მისწრაფებებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ვაგრძელებ მუშაობას ამ ადამიანებთან ერთად. ამავდროულად, მაინტერესებს ის გუნდელები, რომლებიც დაგვემატებიან და დაგვეხმარებიან.''34 წლის იტალიელი 2020 წლიდან Armani Exchange-ის წევრია. პირველი ორი სეზონის განმავლობაში, დატომე დაეხმარა გუნდს იტალიის ჩემპიონატის, სუპერქაფისა და ორი იტალიური ლიგის მოგებაში. ამის დამატებით, ოლიმპია 2021 წლის ევროლიგის ნახევარფინალშიც იყო. დატომეს საშუალოდ 26 ევროლიგის მატჩში, 7 ქულა, 1,4 მოხსნა ჰქონდა გასულ სეზონში.იტალიის ლიგაში, მან 9 ქულა და 2.1 მოხსნა მოაგროვა.სერია ა-ს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, ვირტუს ბოლონიას წინააღმდეგ, დატომემ 23 ქულა ჩააგდო და უდიდესი წვლილი შეიტანა წარმატებაში.
პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, გუნდები კონტრაქტებს არიგებდნენ, როგორც ოპრა ვინფრი მანქანებს, მაგრამ მას შემდეგ ეს ყველაფერი შენელდა.ეს არ ნიშნავს, რომ კარგი თავისუფალი აგენტი აღარ დარჩა, ან გუნდებს აღარ შეუძლიათ თანხის დახარჯვა.სანამ კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის გაცვლას ველოდებით, ვნახოთ ხუთი საუკეთესო დარჩენილი თავისუფალი აგენტი.5. დენის შროდერი ბოლო ორმა სეზონმა ცოტა გააკეთა დენის შროდერის ღირებულების გაზრდისთვის, მაგრამ ის მაინც სწორ მხარესაა და არ არის ძალიან დაშორებული საუკეთესო სეზონისგან.2019-20 სეზონში, როდესაც მეექვსე კაცი იყო გუნდში, კრის პოლისა და შაი-გილჯეუს ალექსანდერის გვერდით, შროდერს საშუალოდ 18.9 ქულა და 38.5% ჰქონდა სამქულიანის ნიშნულიდან. რეზერვების წინააღმდეგ, ის მარტივად სცდებოდა პერიმეტრის დაცვას, ხოლო როდესაც კრის პოლთან ერთად იყო პარკეტზე, ძალიან კარგად ათავისუფლებდა ადგილს.4.დემარკუს ქაზინსიროგორც შროდერის შემთხვევაში, დემარკუს ქაზინსის სასტარტო ხუთეულში ყოფნა, ალბათ, დაგვიანებულია, მაგრამ ის თანახმა იყო სათადარიგო სკამიდან შემოსვლაზე 2021-2022 სეზონში.მის თამაშამდე, დენვერ ნაგეთსი მინუს 12.5 ქულას იყო ყოველ 100 შეტევაზე, როდესაც ნიკოლა იოკიჩი არ იყო პარკეტზე. ქაზინსის დამატების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მინუს 2.2 გახდა.არ არსებობს შეკითხვა იმის შესახებ, რომ ქაზინსს შეუძლია ცვლილების შეტანა.მხოლოდ 13,9 წუთში, ბუგის საშუალოდ 8.9 ქულა, 5.5 მოხსნა და 1.7 პასი ჰქონდა.შემცვლელების წინააღმდეგ, მას შეეძლო ფიზიკურად დაეჯაბნა მეტოქე, არაჩვეულებრივი სამწამიანისა და გამთამაშებლის თვისებების ელემენტების დახმარებით.ნებისმიერი გუნდი, რომელიც ეძებს მეორე ან მესამე ცენტრს, სწორედ მას უნდა დაუძახოს.3.ჰასან ვაითსაიდი ჰასან ვაითსაიდით ვაგრძელებთ ყოფილი სასტარტო ხუთეულების ტრენდს, რომლებიც დათანხმდნენ მეორე როლს.წინა სეზონში, იუტა ჯაზს პლუს 9.6 ქულა ჰქონდა ყოველ 100 შეტევაზე, როდესაც ვაითსაიდი პარკეტზე იყო, ხოლო პლუს 5.8, როდესაც ის არ იყო. საშუალოდ 17.9 წუთი, 8.2 ქულა, 7.6 მოხსნა და 1.6 ბლოკი ჰქონდა.როგორც ფარის დამცველს სათადარიგოთა სკამიდან, ვაითსაიდს კვლავ შეუძლია ცვლილების შეტანა გუნდში.2.კოლინ სექსტონი პირველ ოთხ წელში, ციფრები და სროლის პროცენტები არ არის მაღალი კოლინ სექსტონისთვის. ეს მენისკის დაზიანებამ გამოიწვია, 11 თამაში 2021-22 სეზონში ყურადღებამისაქცევი საკითხია.მაგრამ ის მხოლოდ 23 წლისაა და კარიერაში საშუალოდ 20 ქულა და 37.8%3PT აქვს.ის გამოიყურება ისეთ გამთამაშებლად, რომელსაც სათადარიგოთა სკამიდან, თამაშში მუხტის შეტანა შეუძლია. თუ კოლინი დაცვაზე და პასებზე ივარჯიშებს, მეტის შესაძლებლობაც აქვს.და კვლავ, დიდი დრო აქვს მას. სექსტონს ახლა ამოეწურა ახალწვეულის კონტრაქტი. თუ არაეფექტურობა და ტრავმა გავლენას მოახდენს მის ღირებულებაზე, შემდეგმა გუნდმა, შესაძლოა, ნაკლები ხარჯით დაიმატოს ის გუნდში.1.დეანდრე ეიტონისან ანტონიო სპურსი და ინდიანა ფეისერსი, ნათლად, არ არიან საჩემპიონო გუნდები, მაგრამ მხოლოდ არიან ისინი ვისაც აქვს საჭირო სახელფასო ჭერი ეიტონისთვის.თუ მას სურს დიდი კონტრაქტი და ჩემპიონობის შანსი, უკან, ფენიქს სანსში დაბრუნება ერთადერთი არჩევანია.უცნაურ სიტუაციაში, აირჩევს, თუ არა ეიტონი მოკლე ხნიან კონტრაქტს საშუალოდ დონის გუნდისთვის? სადაც არ უნდა მოხვდეს ის, ეიტონის შემდეგი გუნდი (ან სანსი) მიიღებს 24 წლის ცენტრს, რომელსაც საშუალოდ ორმაგი დუბლი აქვს კარიერაში და აჩვენა დაცვის მკვეთრი განვითარება.ის არ არის რუდი გობერი ფართან, ან იანის ანტეტოკუმპო პერიმეტრზე, მაგრამ ეიტონი მაინც მისაღები მცველია. თუ სამწამიანის თამაშს ის ოდნავ გააუმჯობესებს და დათანხმდება კონტრაქტს, შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი.
იმ სიახლის შემდეგ, რომ ვლადიმირ იოვანოვიჩი გახდა ''ცვერნა ზვეზდას'' მთავარი მწვრთნელი, კლუბმა ასევე წარადგინა ახალი დანამატი სამწვრთნელო პერსონალში.მარკო სიმონოვიჩმა, ცვერნა ზვეზდას გასული ორი წლის მოთამაშემ, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, რომ კარიერას აგრძელებს როგორც ასისტენტ მწვრთნელი იგივე გუნდში.''გულწრფელად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აზრი უკვე დავალაგე თავში. ყველაფერი ერთ ღამეში მოხდა, დავბრუნდი დასვენებიდან და მეორე დღესვე კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი.'' - განაცხადა სიმონოვიჩმა Mozzart Sport-თან ინტერვიუში.''მათ შემომთავაზეს შესაძლებლობა, რომ გავხდე ასისტენტი, რომელსაც დავთანხმდი ზედმეტი ფიქრის გარეშე, როდესაც ჩემს როლს გავეცანი''.სიმონოვიჩი გახდა პირველი ოფიციალური ასისტენტ მწვრთნელი ვლადიმირ იოვანოვიჩისთვის.